MegaSpace.ge / უძრავი ქონება / კერძო სახლები
5000000
სატესტო განცხადება სახლი

თბილისი

სატესტო განცხადება

  • 91
  • 0
0
3-05-2021, 20:23

იყიდე ან გაყიდე კერძო სახლები ჩვენ გვერდზე

აქ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ კერძო სახლები, საქართველოში და მთელ თბილისში. იმისდა მიუხედავად , რომ ქართველების უმრავლესობა ბინადრობს კორპუსებში, ჩვენი თანამემამულეების თითქმის ორი მესამედი ოცნებობს გადავიდეს საკუთარ აგარაკზე, ანუ კერძო სახლში, ნაკვეთით ერთი ოჯახისთვის.

რა უპირატესობა აქვს კერძო სახლებს?

  • დიდი სივრცე - როგორც წესი, სახლები უფრო ფართოა, ვიდრე ბინები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება 2 ან 3 სართულიან სახლს. ბევრი ადამიანი განსაკუთრებით აფასებს უფრო მაღალ ჭერს და ფართო სამზარეულოს ან გარაჟის შექმნის შესაძლებლობას.
  • მოსახერხებელი განლაგება - სახლის აშენებისას, ოთახების რაოდენობა და ადგილმდებარეობა შეიძლება განისაზღვროს სურვილისამებრ, ხოლო მზა სახლის ყიდვისას , ხელახალი გადაკეთება შეიძლება განხორციელდეს პრაქტიკულად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაც ეხება მრავალბინიან შენობებს. ამრიგად, სახლებში მეტი შესაძლებლობაა, მოაწყოთ სივრცე საკუთარი გემოვნებით.
  • შემოღობილი ტერიტორიის არსებობა - აგარაკი და კერძო სახლები, გამოირჩევა იმით რომ აქვთ საკუთარი ეზო, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საკუთარი შეხედულებისამებრ, მაგალითად: დარგე გაზონი, ყვავილები, ხეები, ააშენე სხვა პატარა შენობა და მრავალი სხვა.
  • მანძილი მეზობლებთან - ეს ერთდროულად წყვეტს რამდენიმე პრობლემას, მათ შორის ბინებში ცუდი ხმის იზოლაციის პრობლემას. თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას ხმა მაღლა.
  • გათბობის არჩევის მეტი ვარიანტი - კერძო სახლში თქვენ ირჩევთ როგორ გაათბოთ სახლი, რადგან არ ხართ დამოკიდებული ცენტრალურ გათბობაზე. სახლის აშენებისას შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი შესაფერისი გათბობა (მაგალითად, დააყენო გაზის გათბობა, ელექტრო გათბობის სისტემა ან გააცხელოთ ღუმელი შეშით) - და თავად დაარეგულიროთ ტემპერატურა.
  • ბუნებასთან ახლოს ყოფნა - ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომსაკუთარ სახლში ცხოვრება ბუნებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ბინაში. ქალაქგარეთ ჰაერი უფრო სუფთაა, ბევრს მოსწონს შესაძლებლობა მოაწყოს პატარა ბაღი ან თუნდაც ბოსტანი სახლის გვერდით. გარდა ამისა, ბევრი რამ არის დამოკიდებული მშენებლობაში გამოყენებულ მასალებზე: საიდუმლო არ არის, რომ ხის სახლებში ჰაერის ცირკულაცია უკეთესია, ვიდრე ბეტონის მაღალსართულიან შენობებში. კერძო სახლის აშენებისას, თქვენ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ ყველა მასალა.

როგორ ავირჩიოთ კერძო სახლი?

ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტზე, ასევე თქვენ მოთხოვნებზე და ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე. შესყიდვის გადასაწყვეტად, თქვენ უნდა უპასუხოთ საკუთარ თავს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე:

  • რა თანხისდახარჯვას გეგმავთ უძრავი ქონების შესაძენად?
  • რა ტერიტორია გჭირდებათ თქვენი ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის?
  • რამდენი დრო გსურთგაატაროთ ქალაქისკენ მიმავალ გზაზე და რამდენად ხშირად დაგჭირდებათ იქ მისვლა?
  • რა ფინანსური ხარჯები გსურთ გაიღოთ თქვენი სახლის მოვლა - პატრონობისთვის?

თუ თქვენ გაქვთ სამუშაო თავისუფალი გრაფიკით, ბევრად უფრო კომფორტულია ცხოვრება ქალაქიდან შორს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა გამოთვალოთ რამდენი საათი დაგჭირდებათ ყოველდღიური გადასაადგილებლად, რომ მიხვიდეთ სამსახურამდე.

თუ სახლში მხოლოდ ღამის გასათევად მოდიხართ, საცობებში სიარულის შემდეგ, ქალაქგარეთ ცხოვრების რომანტიკა იკარგება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, კომუნალური საწარმოების მუშაობა იმ ტერიტორიაზე, სადაც თქვენ მიერ არჩეული სახლი მდებარეობს. გაარკვიეთ რა სიხშირით ხდება ნაგვის გატანა, გზების შეკეთება ან გაწმენდა, სანტექნიკოსის, ელექტრიკოსის ან გაზსადენის გამოძახება.